среда, 25 марта 2009 г.

წყალსადენი

მე თათია ძნელაძე ვარ, ვმუშაობთ პროექტზე ,,ჩემი საცხოვრებელი ადგილი", აღმოჩნდა ისე, რომ ჩემს უბანში ბევრია პრაქტიკული მნიშვნელობის ობიექტები. მათ შორისაა წყალსადენი.
31 იანვარს მე ჩემს გუნდთან ერთად წავედი წყალსადენის დასათვალიერებლად და ინფორმაციის მოსაპოვებლად. ადრე არასოდეს ვყოფილვარ წყალსადენში, მართლა მაინტერესებდა როგორ მუშაობს ეს ობიექტი.




ადგილზე დაგვხვდნენ მორიგე ზეინკალი: გიორგი მანაგაძე და მორიგე ზეინკალ-ოპერატორი: მურმან კოღუაშვილი.









კლდიაშვილის 85-ში მდებარე შპს ,,ქუთწყალკანალის" დაქვემდებარებაში მყოფი სამარაგო წყლის რეზერვუარი აგებულია 1933 წელს. იგი ემსახურება ქალაქის თითქმის ნახევარს, კერძოდ, კლდიაშვილის, ტყიბულის, თბილისის, 26 მაისის ქუჩებს, თავის ჩიხებით და შესახვევებით, და მის ახლომდებარე ტერიტორიებს. შემოდინება ხდება ჭომის სათავე ნაგებობათა უბნიდან, რომელიც თავისთავად მარაგდება ძირითადად ქვიტირისა და ფარცხანაყანების რეზერვუარებიდან. ამ აუზის ტევადობა არის 1200კუბური მეტრი. ივსება ის ჭომიდან ორი მაგისტრალური მილსადენით. ერთი არის 250მმ-იანი, მეორე 300მმ-იანი. სამარაგო აუზის შევსების შემდეგ, დისპეტჩერის განკარგულებით, ხდება მისი ქსელში გაშვება მორიგე პერსონალის მიერ. დაცლის შემდეგ ჩაიკეტება გამშვები ურდულები და მეორე დღემდე არის ჩაკეტილი.
მეორე დღეს ისევ შემოედინება ჭომიდან და ხდება იგივე ოპერაცია. აუზი ივსება 3-4 საათის განმავლობაში და იცლება იგივე დროში. აუზი დაცულია ეკლიანი ღობურით და მორიგე პერსონალით. არის 4 ცვლიანი სადღეღამისო მორიგეობა. სათაო წარმოებასთან, რომელიც მდებარეობს ავანგარდის ტერიტორიაზე, არის სატელეფონო და რაციით კავშირი. მორიგე პერსონალი ასრულებს მთავარი დისპეტჩერის განკარგულებას, რომელიც შეიტანება სპეციალურ ჟურნალში. ადგილზე მორიგეს არა აქვს უფლება დატოვოს სანიტარული ზონა, ეკრძალება უცხო პირების შეშვება საშვის გარეშე. რაიმე შემთხვევისას უნდა აცნობოს მთავარ დისპეტჩერს, უკიდურეს შემთხვევაში ქალაქის ხელმძღვანელობას, ან სპეციალურ სამსახურს. ჭომის წყალსაცავში ხდება წყლის დაქლორვა თხევადი ქლორით, წყლის რაოდენობის მიხედვით, ასევე ხდება მისი ბაქტერიოლოგიური შემოწმება ლაბორანტის მიერ ადგილზე და გარე ქსელებში.



კლდიაშვილის აუზის გაწმენდა ხდება პერიოდულად საჭიროების შემთხვევაში წყალკანალის სპეცბრიგადის მიერ.




საინტერესო გამოდგა ჩვენთვის ეს დღე. იქვე ახლოს ვნახეთ ჭაც, საიდანაც მოსახლეობა სუფთა წყალს ღებულობს. კარგად ვიხალისეთ, საქმის გაკეთებასთან ერთად. კმაყოფილები დავბრუნდით სახლებში.